spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

Reuters – სირიის პრეზიდენტი შესაძლოა, ავიაკატასტროფაში დაიღუპა

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი შესაძლოა, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მისი თვითმფრინავი გაფრინდა უცნაური მარშრუტით და გაქრა რადარებიდან, – ამის შესახებ Reuters წერს.

ვებსაიტის Flightradar-ის მიხედვით, რომელსაც გამოცემა ციტირებს, სირიის ავიახაზების თვითმფრინავი დამასკოს აეროპორტიდან დაახლოებით იმ დროს აფრინდა, როდესაც დედაქალაქი მეამბოხეებმა აიღეს.

თვითმფრინავი თავდაპირველად სირიის სანაპირო რეგიონისკენ გაფრინდა, მაგრამ შემდეგ მკვეთრად შემობრუნდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში საპირისპირო მიმართულებით მიფრინავდა, ვიდრე გაუჩინარდებოდა.

Reuters-მა  ვერ დაადგინა, ვინ იმყოფებოდა ბორტზე. ამავდროულად, სირიის ორმა წყარომ განუცხადა გამოცემას, რომ “ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ასადი ავიაკატასტროფაში დაიღუპა”.

ბაშარ ალ-ასადმა დამასკოს დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქალაქი აჯანყებულებმა აიღეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები