spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ნოემბერში 1 223 ბენეფიციარს 308 529 ლარის დახმარება გაეწია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ნოემბრის თვეში 1 223 ბენეფიციარს 308 529 ლარის დახმარება გაეწია.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 226 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 169 912 ლარი გამოიყო; 117 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 21 315 ლარით დაფინანსდა; ონკოლოგიური დაავადებების მქონე 34 პაციენტი 25 862 ლარით დაფინანსდა; 109 მრავალშვილიანი ოჯახი 26 350 ლარით დაფინანსდა;  313 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 11 700 ლარით დაფინანსდა; 100 წელს გადაცილებულ 2 მოქალაქეს 200-200 ლარი ჩაერიცხა; ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.

“აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა”, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები