spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – ბატონ გომელაურს მივმართავ, დაკითხეთ თუ არა ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, რომლებიც არიან ამ ძალადობის მთავარი ორგანიზატორები

ბატონ გომელაურს მივმართავ, დაკითხეთ თუ არა ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, რომლებიც არიან ამ ძალადობის, რაც ქუჩაში ხდება, მთავარი ორგანიზატორები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არის ქაოსი, სახელმწიფო ინსტიტუციები ფაქტობრივად ჩამოშლილია და ამ ქაოსს აქვს სახელი – ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მოქალაქეებს ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობას არ აძლევს.

“სანამ ჩვენ ამ ადამიანს არ მოვიშორებთ, არ გვიწერია არც სიმშვიდე, არც ნორმალური ცხოვრება, არც ევროკავშირში ინტეგრაცია, არც განვითარება და მუდმივად ამ ქაოსის მსხვერპლი ვიქნებით, იმიტომ რომ მთავარი, მისი და ჩვენი ინტერესი განსხვავდება ერთმანეთისგან.

გუშინ მე მივიღე ეს რაღაც გაუგებარი ფურცელი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, თქვენ აქ სახელის და გვარის დაწერა შეგეშალათ, აქ ჩემი სახელი და გვარი წერია, მაგრამ აქ უნდა ეწეროს ბიძინა ივანიშვილი. რაღაცა ზეპირად მითხარით იქ, რომ ჯგუფური ორგანიზება ძალადობის აქციებთან დაკავშირებითო, ჰოდა, ამის ორგანიზატორი არის ბიძინა ივანიშვილი და მეორე სახელსაც გეტყვით – ირაკლი კობახიძე.

მაინტერესებს, ბატონ გომელაურს მივმართავ, დაკითხეთ თუ არა ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, რომლებიც არიან ამ ძალადობის რაც ქუჩაში ხდება მთავარი ორგანიზატორები. ისინი გასცემენ პოლიტიკურ დავალებას, რომლის გამოც სპეცრაზმი თავ-პირს ამტვრევს ადამიანებს, ისინი აორგანიზებენ “ტიტუშკების” ჯგუფებს, ეს თვითონ “ტიტუშკები”, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანებს, ასე რომ, ველოდები თქვენგან პერსონალურად პასუხს, გამოდით და მითხარით, არის თუ არა დაკითხვაზე დაბარებული ამ ძალადობის მთავარი ორგანიზატორები – ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და შეიძლება თქვენ თვითონაც”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები