ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, დაშინება და მუქარა არის ამაზრზენი და შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან.
“ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც ადამიანის უფლებებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში იცავს. უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა, რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ, არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.