spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ინგოროყვას კლინიკაში “ტვ პირველის” გადამღები ჯგუფი მოინახულეს

ამერიკის, ბრიტანეთის, გერმანიიის, შვედეთის, დანიის, ლიეტუვას და ლატვიის ელჩებმა “ტვ პირველის” ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული ინგოროყვას კლინიკაში მოინახულეს.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს კონსერვატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები