მინდა, მოვუწოდო იმ ახალგაზრდებს, პარტიული აქტივის გარეთ, ვინც მართლა გულწრფელად შეიძლება, რაღაცას აპროტესტებდეს, დიდი ბოდიში, მაგრამ ისინი მოგიხსენიებენ, როგორც სასარგებლო იდიოტებს, ეს არ არის ჩემი ტერმინი, ნუ გამოაყენებინებთ თავს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ახალგაზრდები არ უნდა გახდნენ ფსიქოლოგიური წნეხის მსხვერპლი.
“ყველას მოვუწოდებ, ვინც არ უნდა იყოს ეს ქვეყნის გარეთ, ნუ ერევიან ასე უხეშად ქვეყნის შიდა საქმეებში. ასეთი ჩარევა და შემდეგ შესაბამისი ელჩების მიერ გახმოვანებული იგივე პოზიცია, მათ შორის ელჩი დანიგანის მიერ, პიროვნული პატივისცემის მიუხედავად, ასევე უხეშად ჩარევას ნიშნავს და ახალისებს ძალადობას. როცა ისინი მოძალადის კონტექსტში მოიხსენიებენ „ქართულ ოცნებას“, შევახსენებ, რომ მოძალადედ როცა მოიხსენიებენ „ქართულ ოცნებას“, კარგად უნდა გაიხსენონ, რომ მათი მსგავსი გადაწყვეტილებები და განცხადებები ახალისებს მათ მიერ მხარდაჭერილი პარტიების მიერ ძალადობის ორგანიზებას. კარგად ვნახეთ, ეს ხდებოდა მათი პარტიული ოფისებიდან. ეს კარგად უნდა გაითავისოს ასეთი განცხადების ყველა ავტორმა. ისიც უნდა გაითავისონ, რომ არა მხოლოდ წახალისება, ეს პარტიები მარტო მოძალადეები კი არ არიან, ძალადობის ინიციატორებიც არიან. მინდა, მოვუწოდო იმ ახალგაზრდებს, პარტიული აქტივის გარეთ, ვინც მართლა გულწრფელად შეიძლება, რაღაცას აპროტესტებდეს, დიდი ბოდიში, მაგრამ ისინი მოგიხსენიებენ, როგორც სასარგებლო იდიოტებს. ეს არ არის ჩემი ტერმინი. ნუ გამოაყენებინებთ თავს“, – განაცხადა მდინარაძემ.