spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – ტრამპის ინაუგურაცია რომ იქნება, მოგენატრებათ ბაიდენი

ძალის დემონსტრირებაზე კიდევ უფრო მეტი ძალა უნდა დაუპირისპირდეს. ესეც იცოდეთ, ტრამპის ინაუგურაცია რომ იქნება, მოგენატრებათ ბაიდენი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჯარო სექტორმა უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლება დასავლეთთან ვერ დაალაგებს ურთიერთობას.

“ეს არ არის ქართული სპეცსამსახური, ეს არის რუსული. კრემლის დავალებას რომ ასრულებ, რანაირად უნდა დაგიძახო მე სამართალდამცავი, საქართველოს პოლიცია. იცოდეთ, რომ თქვენ ბიძინასგანაც კი აღარ იღებთ დავალებებს, პირდაპირ მოსკოვიდან იღებთ.

გამოსავალი ერთია – ძალის დემონსტრირებაზე კიდევ უფრო მეტი ძალა უნდა დაუპირისპირდეს. რაც შეეხება საჯარო სექტორს, ძალიან კარგად ხვდებიან, რაც ხდება საქართველოში, მაგრამ კონფორმიზმის ნაჭუჭიდან ვერ გამოდიან. ესეც იცოდეთ, ტრამპის ინაუგურაცია რომ იქნება, მოგენატრებათ ბაიდენი. აქედან გამომდინარე, სანქციებს აქვს ის მნიშვნელობა, რომ საჯარო სექტორი საბოლოოდ დარწმუნდეს – ეს ქოსამატყუარები ატყუებენ მათ, არანაირად არ დალაგდება დასავლეთთან ურთიერთობა”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები