spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შსს-მ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ვ.თ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების პერიოდში, მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, არ ემორჩილებოდა სამართალდამცველებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები