საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთში ვიზიტით იმყოფება.
როგორც უნგრეთში საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა განაცხადა, ბოჭორიშვილი ქვეყანაში უნგრული მხარის მიწვევით ჩავიდა.
“უნგრული მხარის მოწვევით ევროკავშირის პრეზიდენტობის ფარგლებში იმართება ოფიციალური ვიზიტი ბუდაპეშტში. ვიზიტის ფარგლებში მინისტრს შეხვედრები ექნება საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ევროპულ საქმეთა მინისტრთან, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება საქართველოს უცვლელი ევროატლანტიკური კურსი. მოგეხსენებათ, უნგრული მხარე ყოველთვის არის საქართველოს მომხრე, ასევე არის მხარდამჭერი საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. მოლოდინია, რომ უნგრეთი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საქართველოს მიმართ მხარდაჭერას. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდება ის გზავნილები, რაც ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი – ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ის უცვლელი კურსი, რომელსაც საქართველო ადგას“, – განაცხადა თამარ ლილუაშვილმა.