spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის საკითხს მხარი დაუჭირა.

როგორც პარლამენტის წევრმა ირაკლი კირცხალიამ სხდომაზე განაცხადა, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, ასევე უფლებამოსილება შეუწყდა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 73-ე მუხლისა და 74-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილია პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნა, რომლის საქმიანობაც მიმართული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხების გადაჭრის ხელშეწყობისაკენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები