spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ჩუნეშში მე-10 ქუჩაზე, – თვალოძეების და ლორთქიფანიძეების უბანში.

მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ აღნიშნულ ლოკაციებზე სამუშაო პროცესები დაათვალიერა.

როგორც მერმა აღნიშნა, კონკრეტული პროექტის ფარგლებში სამუშაოები მოცულობითია და მუნიციპალიტეტის 15 სოფლის შიდა და ცენტრალური გზების მოწესრიგებას ემსახურება.

მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების დაგების სამუშაოები რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან ფინანსდება და ამ ეტაპზე 8 მილიონი ლარია დახარჯული.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა სოფლებში: ცხუნკურში, ბანოჯაში, ხომულში, გუმბრაში, ჩუნეშში, მუხიანში, საყულიაში ოფურჩხეთში, ჯიმასტაროში, გუმათში, ზედა ჩუნეშში, ყუმისთავსა და მაღლაკში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები