spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო ლომჯარია – სახელების მითითებით ვუგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ყველამ იცოდეს, ვინ არის პასუხისმგებელი

ჩვენ სახელების მითითებით ვუგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებს, უწყებების ხელმძღვანელებს, რომ ყველამ იცოდეს, ვინ არის საქართველოში მოქალაქეთა რეპრესიებზე და წამებაზე პასუხისმგებელი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეების წამებაზე პასუხისმგებლობა სასამართლოსაც ეკისრება.

“ადგილი აქვს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, მათ შორის არიან ჟურნალისტები. ყველაფერი დოკუმენტირდება, თითოეული ფაქტის შესახებ ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო თანამეგობრობას. ასევე, ვაწვდით ინფორმაციას მათ მიმდინარე სამართლიანი რეპრესიების შესახებ, როდესაც მოქალაქეებს უსაფუძვლოდ უცვივდებიან ოჯახებში, ეს არის უკანონო ჩხრეკა. ადგილი აქვს ფართომასშტაბიან რეპრესიებს ქვეყანაში და როგორც აღინიშნა, არცერთი პირი მიცემულა პასუხისგებაში.

წამება არის აკრძალული და ამისთვის პასუხი უნდა აგოს არა მარტო ჩამდენმა, არამედ ზედამხედველმა პირებმა, რომლებსაც ევალებდათ წამების აღკვეთა, ასევე, დანაშაულად ითვლება წამების გამოუძიებლობაც. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არცერთ ფაქტზე არ რეაგირებს, როდესაც სასამართლო ამბობს, რომ მათ არ აინტერესებთ სად აწამეს ეს ადამიანები, არის ასევე სასამართლოს პასუხისმგებლობა, ისინი ჩართული არიან მოქალაქეთა წამებაში, ამ უწყებებზეც არის პასუხისმგებლობა.

ჩვენ სახელების მითითებით ვუგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებს უწყებების ხელმძღვანელებს, რომ ყველამ იცოდეს, ვინ არის საქართველოში მოქალაქეთა რეპრესიებზე და წამებაზე პასუხისმგებელი”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები