spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცოტნე კობერიძე – აქციის მონაწილეები სინდისის ხმით მოძრაობენ და ეს ხმა თუ ჩაჩუმდა, ქვეყნის სინდისის ხმა იქნება ჩამხრჩვალი

აქციის მონაწილეები სინდისის ხმით მოძრაობენ და ეს ხმა თუ ჩაჩუმდა, ქვეყნის სინდისის ხმა იქნება ჩამხრჩვალი, რომელშიც ცხოვრება არავის ენდომება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც სცემეს, შეურაცხყოფილი არიან ხელისუფლებისგან.

“მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს და უფრო კონკრეტულად უნდა იყოს გადმოცემული კონკრეტული ტიპის ნაბიჯები – როგორ წარმოგვიდგენია, ახალი არჩევნები, ამის პროცედურული ფორმა როგორ წარმოგვიდგენია, რა ნაბიჯები იდგმება ამ მხრივ და ეს პოლიტიკური სპექტრი ამ ყველაფერს უნდა მანახებდეს.

ამ პროცესებში კიდევ სხვა პრობლემები წარმოიშვა. ადამიანები სცემეს, ამიტომ ამაზე პასუხებია გასაცემი. რაც არ უნდა ადამიანი დაამშვიდო, რომ შარლ მიშელი ყველაფერს დაალაგებს, ეს მას არ აინტერესებს. ის ადამიანი არის შეურაცხყოფილი. მასთან მიმართებით არის ხელისუფლება დამნაშავე.

კიდევ ერთხელ ვამბობ, აქციის მონაწილეები სინდისის ხმით მოძრაობენ და ეს ხმა თუ ჩაჩუმდა, ქვეყნის სინდისის ხმა იქნება ჩამხრჩვალი, რომელშიც ცხოვრება არავის ენდომება”, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები