spot_img
spot_imgspot_img
spot_img

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ აღარ ეყოლება პერსონალური დაცვა თუ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისი დასკვნით, დაადასტურა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა ან შესაბამისი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტა დანაშაულის ჩადენის შედეგია.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: თენგიზ შარმანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური და გურამ მაჭარაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები