spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნიკა მელია – რეზოლუციები, დაფიქსირებული პოზიციები და სხვა ტიპის მხარდამჭერი განცხადებები დროა, გადაითარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში

დღეს შექმნილი ვითარება ნებისმიერ ჩვენს საუკეთესო პარტნიორსაც აიძულებს, რომ რეზოლუციები, დაფიქსირებული პოზიციები და სხვა ტიპის მხარდამჭერი განცხადებები დროა, გადაითარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმისთვის საერთაშორისო იზოლაციაა საჭირო.

“დღეს შექმნილი ვითარება ნებისმიერ ჩვენს საუკეთესო პარტნიორსაც აიძულებს, რომ რეზოლუციები, დაფიქსირებული პოზიციები და სხვა ტიპის მხარდამჭერი განცხადებები დროა, გადაითარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში.

გავაცნობიეროთ შექმნილი ურთულესი ვითარება –  ივანიშვილის რეჟიმისთვის საერთაშორისო იზოლაცია, სრული ოპოზიციური თანხმობა უნდა იყოს  პარტიებს შორის, რომ პარლამენტში არავინ არ შევიდეს, რასაც მოჰყვება ეკონომიკური ბლოკადაც კი საერთაშორისო ასპარეზზე რეჟიმთან მიმართებაში. ეს არის ის სტატუს-კვო, რასაც რეჟიმი ვერ გაუძლებს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოშია. ექვსი ევროპარლამენტარი შეხვედრებს გამართავს ოპოზიციასთან, საქართველოს პრეზიდენტთან და მედიასთან. პირველი შეხვედრა ოპოზიციონერ ლიდერებთან იმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები