spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულები, უნდა გათავისუფლდნენ, რაც შეიძლება მალე

ძალადობა მიუღებელია, წამება უნდა შეჩერდეს, უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ქუჩებში მიმდინარე თავდასხმებზე ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა გასამართლდეს.

“ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი. 16 დეკემბერს ჩვენ აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა დამცველების საერთაშორისო დღეს. მე საქართველოში შევხვდი უფლებადამცველებს და მათ მითხრეს, რომ პროტესტის მონაწილეთა ცემა ხდება მას შემდეგ, რაც მათ დააკავებენ და ეს ნიშნავს წამებას. ეს უნდა შეჩერდეს, რადგან აბსოლუტურად მიუღებელია. ასევე უნდა იქნეს გამოძიებული ის შემთხვევა, რომელიც თბილისის ქუჩებში ვნახეთ, როდესაც კრიმინალური ჯგუფები დარბოდნენ ქალაქში და ყველა პასუხისმგებელი ასეთ თავდასხმებზე უნდა იქნეს პასუხისგებაში მიცემული. ადამიანები კი, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულები, უნდა გათავისუფლდნენ, რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები