ვგმობთ და ვემიჯნებით გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტის შესახებ. ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლის შესანარჩუნებლად, – ამის შესახებ სოციალური მუშაკებისა და ლექტორების განცხადებაშია აღნიშნული.
სოციალური მუშაკები, მხარდამჭერი პროფესიების წარმომადგენლები და ლექტორები 13 დეკემბერს 20:00 საათზე მართავენ მარშს.
“სოციალური მუშაკები, მხარდამჭერი პროფესიების წარმომადგენლები და ლექტორები 13 დეკემბერს 20:00 საათზე მართავენ მარშს ადამიანის უფლებების დასაცავად!
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტის შესახებ. ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორც სამუშაო სივრცეში, ასევე მის გარეთ, ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლის შესანარჩუნებლად.
ვისთვისაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია, ვისაც ესმის რამხელა წვლილი მიუძღვის ევროკავშირს ქვეყანაში სოციალური, საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული და სხვა პროგრამების განხორციელებაში, ყველა, ვინც არ ურიგდება ძალადობას და იბრძვის თავისუფალი, თანასწორი გარემოსთვის, შემოგვიერთდით მარშში!”, – აღნიშნულია განცხადებაში.