spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – საფრანგეთის პრეზიდენტის ზარი ივანიშვილთან პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს მთავრობას

საფრანგეთის პრეზიდენტის ზარი ივანიშვილთან, რომელიც არ ფლობს არანაირ სახელმწიფო თანამდებობას, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს მთავრობას და რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური,  –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მაკრონის ზართან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საუბარს აუცილებლად მოჰყვება შედეგები არა მარტო ივანიშვილისთვის, არამედ ქვეყნისთვის.

“საქართველოს მოსახლეობას კარგად ესმის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ტელეფონს რომ იღებს და საქართველოში კი არ ურეკავს ე.წ. პრემიერ-მინისტრს, ან ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს, ან მაღალი თანამდებობის პირს, ურეკავს ბანდფორმირების ლიდერს, ივანიშვილს, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს მთავრობას, რომ ეს მთავრობა არის არალეგიტიმური, სხვა შემთხვევაში ვინმემ ამიხსნას როგორ მოხდა, რომ პრეზიდენტმა ე.წ. პრემიერს არ დაურეკა, პირდაპირ დაურეკა ივანიშვილს, რომელიც არცერთ თანამდებობას არ ფლობს საჯარო, სახელმწიფო უწყებაში.

ფორმალურად, არავინ არ არის ივანიშვილი, მაგრამ მაკრონმა დაურეკა მას, რადგან არალეგიტიმური, არ აღიარებული ხელისუფლების ბანდფორმირების რეალური მმართველი და ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი და უნდა გვესმოდეს, რომ ამ საუბარს აუცილებლად მოჰყვება შედეგები არა მარტო ივანიშვილისთვის თუ ის ძალაუფლების ჩაბღაუჭებას გააგრძელებს, სამწუხაროდ, ეკონომიკურად, სოციალურად კიდევ უფრო მძიმედ აისახება ქართველ ხალხზე“,  – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები