spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – მომავალ კვირაში, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი სიახლე ექნებათ მოძალადეებს

მომავალ კვირაში, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი სიახლე ექნებათ მოძალადეებს, რომელიც მათ დაუმძიმებს ყოველდღიურ ცხოვრებას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

“მივესალმები ესტონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ყველა დამნაშავე, მოძალადე, ყველა გამყალბებელმა ქართველი ხალხის ნების უნდა იცოდეს, რომ მათ მიმართ იქნება ყველა ქმედება დემოკრატიული ქვეყნებისგან გამოყენებული, რომ შეწყვიტონ ეს ძალადობა და რაც მთავარია, შეეშვან ქართველი ხალხის ნების გაყალბებას.

მომავალ კვირაში, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი სიახლე ექნებათ მოძალადეებს, რომელიც მათ დაუმძიმებს ყოველდღიურ ცხოვრებას და რაც მთავარია, სისტემა აუცილებლად ჩამოიშლება და საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი იზეიმებს დიდ გამარჯვებას”, – განაცხადა  გიორგი ვაშაძემ.

ესტონეთმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და კიდევ 13 პირს სანქციები დაუწესა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები