spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისში ერთდროულად რამდენიმე აქცია-მსვლელობა იმართება

თბილისში ერთდროულად რამდენიმე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

მოქალაქეები ორ კვირაზე მეტია, ევროინტეგრაციის კუთხით ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.

მსვლელობის მონაწილეების თქმით, მათთვის ხელისუფლების მსგავსი ქმედებები მიუღებელია.

ხელოვანები მსვლელობით ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ, სადაც მათ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდათ.

დამკვირვებლების აქცია მიმდინარეობდა ფილარმონიასთანაც, რომლებმაც მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს.

ასევე, რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით რუსთაველზე მიემართებიან დევნილები და “რა? სად? როდის?” მონაწილეებიც.

მსვლელობების მონაწილეები რუსთაველზე აქციას შეურთდებიან, სადაც მოქალაქეები უკვე 18 დღეა, ყოველ საღამოს იკრიბებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები