ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით და ხდება მოვლენები, რომლებიც არ შეეფერება კანდიდატ ქვეყანას. ამიტომ, ჩვენ განვიხილავთ, რა შედეგები უნდა მოჰყვეს ამას მთავრობისთვის, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს რეპრესიის მეთოდებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებზე და ასევე უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე ისაუბრებენ.
“ერთი საკითხი არის სანქციები და მეორე – უვიზო რეჟიმის შეზღუდვა. ევროკავშირში 27 დემოკრატიული ქვეყანაა და თითოეულ მათგანს თავისი მოსაზრებები აქვს. ჩვენ შევთავაზეთ იმ ადამიანების სია, რომლებსაც სანქციები უნდა დაუწესდეთ იმისათვის, რომ ძალადობას მიმართავენ ოპოზიციის წინააღმდეგ. ასევე განვიხილავთ უვიზო რეჟიმის საკითხს, თუ როგორ შევზღუდავთ მას.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, მოქმედი პრეზიდენტი ჯერ კიდევ თანამდებობაზეა 29 დეკემბრამდე და მანამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს”, – განაცხადა კაია კალასმა.