spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროტესტის გაგრძელებას, დარწმუნებული ვარ, შედეგზეც გავალთ

ივანიშვილის რეჟიმმა მშვიდობის ნაცვლად დიდი ქაოსი მოიტანა ქვეყანაში – თავ-პირის მტვრევა, ანგარიშსწორება და ეს გრძელდება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროტესტის გაგრძელებას.

“ივანიშვილის რეჟიმმა მშვიდობის ნაცვლად დიდი ქაოსი მოიტანა ქვეყანაში – თავ-პირის მტვრევა, ანგარიშსწორება და ეს გრძელდება. როდესაც ადამიანებს კვლავ ქუჩაში აჩერებენ და აკავებენ, ამიტომაა ეს რეაქცია ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

ევროკავშირში ახალი პრეცედენტები იქმნება, როცა აქამდე ბრიუსელის ერთობლივი უფლებამოსილება იყო სანქციები, ესტონეთმა და ლიეტუვამ საგამონაკლისო  წესით დაიწყეს სანქციებზე მუშაობა. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროტესტის გაგრძელებას, დარწმუნებული ვარ, შედეგზეც გავალთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები