“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია თავისუფალია.
მან მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორი 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.
გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით 4 დეკემბერს დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.