რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.
გამოძიება ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე ფიზიკური დაპირისპირება აქციის მიმდინარეობის პარალელურად მოხდა.
უცნობი პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, მედიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები ტერიტორიიდან გაიყვანეს, თუმცა როგორც მოგვიანებით შსს-ში განაცხადეს, ისინი დაკავებული არიან.
ამასთან, ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სწორედ აღნიშნული პირები ფიგურირებდნენ მანამდე მეტროში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში.