ეს პარლამენტი კატეგორიულად გმობს რეპრესიებს ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა.
მან ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.
“ევროპარლამენტი სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც თბილისში და ქვეყნის მასშტაბით უკვე ორი კვირაა, ქუჩებში მშვიდობიანად და ვნებიანად იბრძვის ევროპული მომავლისთვის, აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს, როდესაც მათ თავს წყლის ჭავლის ნაკადი ესხმით. საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენ გხედავთ თქვენ, გვესმის თქვენი და თქვენს გვერდით ვართ.
ეს პარლამენტი კატეგორიულად გმობს რეპრესიებს ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ. ეს ქმედებები შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის გზასთან.
ჩვენ მოვუწოდებთ გადამწყვეტი ქმედებებისკენ, მათ შორის სანქციების დაწესებისკენ იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ამ დარღვევებზე და ვთხოვთ ყველა 27 წევრ სახელმწიფოს, გაერთიანდნენ და ამ ზომების შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ.
ჩვენ ევროპარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ. მასთან ერთად განვიხილავთ, თუ რომელი ფორმატი იქნება ამისთვის საუკეთესო. ევროპული მომავლისკენ გზაზე საქართველოს გვერდით ვდგავართ და ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება”, – განაცხადა მეცოლამ.