თითქმის ერთი თვეა, ჩვენი საამაყო მოქალაქეები ყინვის, დაჭერის, დარბევის მიუხედავად, პროტესტს აგრძელებენ, ხოლო რაღაც ნაწილი არ იმჩნევს და დუმს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის, ვინც თავს იბრმავებს, აქციებს, იქ დარბეულ დაჭერილ ადამიანებს არ იმჩნევს და არ თანაუგრძნობს, არის მონა და ლაჩარი.
“თითქმის ერთი თვეა, ჩვენი საამაყო მოქალაქეები ყინვის, დაჭერის, დარბევის მიუხედავად, პროტესტს აგრძელებენ, ხოლო რაღაც ნაწილი არ იმჩნევს და დუმს.
პირდაპირ უნდა ვთქვათ – ის, ვინც თავს იბრმავებს, აქციებს, იქ დარბეულ დაჭერილ ადამიანებს არ იმჩნევს და არ თანაუგრძნობს, არის მონა და ლაჩარი.
ყველამ კარგად იცის, გლობალური ომის ძალები კი არა, რუსეთი არის მტერი. ის გვეღობება უკეთესი ცხოვრებისკენ, მაგრამ ზოგიერთი პირადი სარგებლის და გამორჩენის გამო დუმს. ასეთებს სხვა რა სახელი უნდა ვუწოდოთ, მონის და ლაჩრის გარდა”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.