ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მათი კარის ბიზნესმენებს, ასევე მთავრობის წევრებს, ყველას მოუწევს სანქციები, – ამის შესახებ “ერთობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები ევროპული მომავლისთვის ქართველი ხალხის ბრძოლას სათანადოდ აფასებენ.
“ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის წევრები, მთავრობის წევრები და სხვა საჯარო მოხელეები, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური პასპორტით, მათი სანქცირება მოხდება, ასევე აშშ ამზადებს სანქციების პაკეტს, რომელიც ფინანსურ საკითხებს შეეხება.
ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მათი კარის ბიზნესმენებს, ასევე მთავრობის წევრებს, ყველას მოუწევს სანქციები, რაც იქნება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება, რომ დასავლეთი, ევროპა, აშშ დგას ქართველი ხალხის გვერდით და სოლიდარობას უცხადებს მათ”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ 16 დეკემბრის სხდომაზე ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.