spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ღრმად იმედგაცრუებული ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოდგენის გამო”

ღრმად იმედგაცრუებული ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოდგენის გამო, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

“ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგთან დაკავშირებით და ქართველი ხალხის ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობის გამო”, – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს რუმინეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიასა და ესპანეთს “ევროკავშირის საბჭოზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების გამო” მადლობა გადაუხადა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები