spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – შსს-ს ქმედება ცალსახად მიუთითებს, რომ ამ ყველაფრის დამკვეთი არის რეჟიმი და პერსონალურად ვადებ ხელს ივანიშვილს

შსს-ს ქმედება ცალსახად მიუთითებს, რომ ამ ყველაფრის დამკვეთი არის რეჟიმი და პერსონალურად ვადებ ხელს ივანიშვილს, რომელიც გასცემს ამ ბრძანებას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დამნაშავის ვინაობა უკვე გაარკვიეს მისმა იურისტებმა. თავდამსხმელი 1976 წელს დაბადებული დავით ედიშერაშვილია.

“ჩემზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა, რომელსაც ჰქონდა ბასრი სახრახნისი ხელში. დამესხა ზურგიდან, შემდეგ თავში და ყელის არეში დამარტყა. ადგილზე ამოღებულია გასაღებიც, რომელზეც არის ლიფტის ჩიპიც, რითაც იდენტიფიცირდება ეს პიროვნება. ეს არის 1976 წელს დაბადებული დავით ედიშერაშვილი, მცხოვრები ვაზისუბანში.

ქმედება, რომელიც ჩემ წინააღმდეგ ჩაიდინა, შეიძლება, სისხლის სამართლის კოდექსით შეფასდეს, როგორც მკვლელობის მცდელობა.

საათ-ნახევარი ველოდეთ, რომ მოსულიყო ვინმე სამართალდამცავი უწყებების მხრიდან. შემდეგ დამიკავშირდა გამომძიებელი და მითხრა, რომ 10 წუთში მოვიდოდა. 10 წუთის შემდეგ მირეკავს და მეუბნება, რომ არ აპირებენ მოსვლას შემთხვევის ადგილზე, რაც კანონდარღვევაა. მე წავედი სამედიცინო დაწესებულებაში, იქიდანაც შევიდა ზარი შსს-ში, მაგრამ არავინ გამოჩენილა.

შსს-ს ქმედება ცალსახად მიუთითებს, რომ ამ ყველაფრის დამკვეთი არის რეჟიმი და პერსონალურად ვადებ ხელს ივანიშვილს, რომელიც გასცემს ამ ბრძანებას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძეს 17 დეკემბერს რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დაესხნენ თავს დაესხა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები