თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას გორელი აქტივისტები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ სიმბოლურად არიგებენ ვაშლს, რომელიც შიდა ქართლიდან ჩამოიტანეს.
დედაქალაქში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მსვლელობები დილიდან მიმდინარეობს, მათი საბოლოო შეკრების ადგილი რუსთაველის გამზირია.
მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია – ახალი არჩევნები და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება.