spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – დღეს პრეზიდენტმა გააჟღერა თავისუფალი მოქალაქეების ხმა ევროპულ სივრცეში

დღეს ისტორიული სიტყვა ისმოდა იმ ისტორიულ დედაქალაქში, რომელსაც სჭირდებოდა ქართველი ხალხის ხმის გაგება, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს პრეზიდენტმა გააჟღერა თავისუფალი მოქალაქეების ხმა ევროპულ სივრცეში.

“ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც ლეგიტიმურ პრეზიდენტად მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ. ამ ეტაპზე საჭიროა, პრეზიდენტმა მოსახლეობასთან ერთად გააგრძელოს ბრძოლა მიზნის მისაღწევად.

ვინც ამ ბრძოლაში ვართ, უნდა გვჯეროდეს, რომ ძალიან მალე ის გამარჯვებით დასრულდება. პრეზიდენტი გააგრძელებს ამ ბრძოლაში იყოს მთავარი დასაყრდენი ქვეყნის გარეთ ქართველი ხალხისთვის.

ჩვენ უნდა ვეცადოთ ახალი ფორმა მივცეთ პროტესტს, რათა მალე დადგეს ახალი არჩევნები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები