spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციას მშობლები მართავენ, რომლებიც ხელახალ არჩევნებსა და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ.

სამინისტროსთან შეკრებილებს აქციაზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები აქვთ მიტანილი, ასევე ბანერები წარწერით – “ჩვენს ბავშვებს სჭირდებათ ევროპული მომავალი”; “ვითხოვთ ახალ არჩევნებს”.

მათი განცხადებით, განათლების სამინისტროსთან აქციის მიზეზი ის არის, რომ აქ წყდება განათლების პოლიტიკა.

საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები სამი კვირაა, გრძელდება. აქციის მიზეზი ევროინტეგრაციის შეჩერება და არჩევნების შედეგებია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები