spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი წერეთელი – ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა სპეკულაციას თავად დაუსვამს წერტილს 

წამების კომიტეტი ჩართულია, მიმართვაც ჩვენი, ოპოზიციის მხრიდანაც იყო. ბუნებრივია, ამ მხრივ მუშაობა გაგრძელდება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს აქვს ინფორმაცია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე.

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა სპეკულაციას – არ აღიარება, აღიარება, ხელისუფლების ლეგიტიმაცია, არალეგიტიმაცია – თავად დაუსვამს წერტილს და ძალიან მკაფიო გზავნილი ექნება  ქართული საზოგადოებისთვის და ქვეყნის გარეთაც, რომ აქ არავითარი ლეგიტიმაციის ან რაღაცის დახმარების ხელის გაწვდენის, ამ თვალსაზრისით ხელისუფლების მიმართ, ეს ვიზიტი არ არის.

რაც შეეხება მათ ჩართულობას, ბუნებრივია, რომ იმ კუთხით, რაც ეხება სასტიკ დარბევას, ადამიანის უფლების დარღვევას, წამების კომპონენტს და ა.შ. როგორც პოლიტიკურ პირებზე, ასევე აქტივისტებზე და ა.შ. რისი უამრავი ფაქტობრივი მასალა მათ აქვთ, ამიტომ წამების კომიტეტი ჩართულია, მიმართვაც ჩვენი, ოპოზიციის მხრიდანაც იყო. ბუნებრივია, ამ მხრივ მუშაობა გაგრძელდება”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ოპოზიციური პარტიები ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდნენ და საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს. შეხვედრას “კოალიცია ცვლილებებისთვის” არ დასწრებია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები