მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საქართველოს მხარდაჭერა და საქართველოში პროევროპელების მხარდაჭერა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს რაც საქართველოში ხდება, იმიტომ ხდება, რომ იქ ბევრი უცხოური გავლენაა.
“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საქართველოს მხარდაჭერა და საქართველოში პროევროპელების მხარდაჭერა გავაგრძელოთ. არ უნდა შევქმნათ იმის იმიჯი, რომ საქართველოს ზურგს ვაქცევთ. მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ურთიერთობები. ვხედავთ რა ხდება პოლიტიკურად, მაგრამ იმასაც ვხედავთ, თუ რა გავლენები მოქმედებენ საქართველოში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდაჭერა გავაგრძელოთ და ურთიერთობა შევინარჩუნოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს რაც იქ ხდება, იმიტომ ხდება, რომ იქ ბევრი უცხოური გავლენაა”, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.