spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“სახელმწიფო დეპარტამენტი დგამს ნაბიჯებს, რათა დამატებითი სამოგზაურო შეზღუდვა დაუწესოს სხვა ქართველ საჯარო პირებს და მათ ოჯახებს”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველი სამართალდამცველების, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს შემოიღებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

“სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ნაბიჯებს დგამს, რათა დამატებითი სამოგზაურო შეზღუდვა დაუწესოს სხვა ქართველ საჯარო პირებს და მათ ოჯახებს; სია მოიცავს სამართალდამცველებს და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, ვინც ძალადობდა დემონსტრანტებზე, ასევე მუნიციპალური მთავრობის თანამდებობის პირებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის იძულებისა და დაშინების გარეშე უფლების შესაზღუდად.

დღევანდელი ქმედება ეფუძნება გასულ კვირას გამოცხადებულ სავიზო ქმედებებს, აფართოებს სექტემბერში აშშ-ის მიერ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს და გაერთიანებული სამეფოს დღევანდელ ქმედებებს და რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყნის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ ქმედებებს ავსებს.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ოფიციალური პირების მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ.

ქართველ ხალხთან ვდგავართ და ერთგულები ვრჩებით ვეძიოთ ანგარიშვალდებულება მათთვის, ვინც თანამონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევასა და მათი დემოკრატიული მომავლისთვის ძირის გამოთხრაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა დღეს სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძეს გლობალური მაგნიტსკის სანქციების პროგრამის ფარგლებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და მომიტინგეების სასტიკ და ძალადობრივ დარბევაზე, მათ შორის 2024 წლის დემონსტრაციების დროს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები