spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისთვის სასათბურე მეურნეობები მოეწყო

აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისთვის გარდაბნის, წყალტუბოსა და სენაკის მუნიციპალიტეტებში სასათბურე მეურნეობები მოეწყო.

პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად პირადად დაათვალიერა.

სასათბურე მეურნეობები  ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამის – „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანი აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარებაა.

“ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში და ძლიერი, ერთიანი საქართველო აფხაზებთან ერთად უნდა შევქმნათ, იმისთვის, რომ ეს მოხერხდეს ბევრი უნდა ვიშრომოთ და მჯერა, რომ მსგავსი ტიპის პროექტი თავის წვლილს შეიტანს ამ დიდ საქმეში“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები