spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისაგან, 753 ბენეფიციარს ფულადი დახმარება გაეწია

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისაგან, 753 ბენეფიციარს ფულადი დახმარება გაეწია.

“ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი 25-მდე სოციალური პროგრამის ფარგლებში, აღნიშნული დახმარება გაეწიათ:

მრავალშვილიან ოჯახებს – 109;

18 წლამდე ასაკის შშმ პირებს -110;

მარტოხელა მშობლებს – 109;

დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს – 3;

დიდ სამამულო ომში გარდაცვლილთა ოჯახის წვერებს – 2;

ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს – 58;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილე ვეტერანებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს) – 39;

საქართველოს მთლიანობისათვის ომის შშმ ვეტერანებს (მათ შორის დევნილებს) – 26;

ავღანეთის ომის ვეტერანებს – 25;

ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულ პირებს – 5;

9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულ პირებს -1;

18 წლის ზემოთ I ჯგუფის შშმ პირებს – 266”, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები