დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა მელია ალან ბერსეს ბრიფინგთან დაკავშირებით წერს.
მისივე თქმით, პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა: ახალი არჩევნები.
“გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი: ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი.
დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს. („რუსული კანონის“ შელამაზება და ა.შ).
პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა: ახალი არჩევნები”, – წერს ნიკა მელია.