“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს გვარამია არ დასწრებია.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ, გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარი ჯარიმა მომისაჯა”, – წერს ნიკა გვარამია.
გვარამიას ჭავჭავაძის გამზირზე, გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებოდნენ.