spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან მგალობლიშვილი – აფხაზეთის მთავრობის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეები ყველა საჭირო კითხვაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ

დევნილების წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, აფხაზეთის მთავრობის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი – 143, სადაც მოქალაქეები ყველა საჭირო კითხვაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ლევან მგალობლიშვილის თქმით, დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების სრული იდენტიფიცირება მოხდება და აფხაზეთის მთავრობა მათზე დროულ რეაგირებას მოახდენს.

“მომავალი წლიდან ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ დროებით დევნილ საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაციას. მოხდება პრობლემების იდენტიფიცირება და მათი ოპერატიულად მოგვარება“, – აღნიშნა ლევან მგალობლიშვილმა.

აფხაზეთის მთავრობის ცხელ ხაზთან დაკავშირება მოქალაქეებს ნომერზე – 143 შეეძლებათ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები