ბიზნესის ჯანსაღი პროტესტის საპირწონედ ვითომ არსებობენ “კმაყოფილი” ბიზნესმენები, რომლებიც ვერ გრძნობენ კრიზისს, მის მასშტაბს და პრობლემის რეალურად გადაჭრის აუცილებლობას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია წერს.
“რეჟიმი დაკავებულია ვირტუალური რეალობის შექმნით, ვითომ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, არსებობს მათი მხარდაჭერა და მათი ლეგიტიმაციის მინიმალური საფუძველი მაინც.
ბიზნესის ჯანსაღი პროტესტის საპირწონედ ვითომ არსებობენ “კმაყოფილი” ბიზნესმენები, რომლებიც ვერ გრძნობენ კრიზისს, მის მასშტაბს და პრობლემის რეალურად გადაჭრის აუცილებლობას.
თუ დღევანდელ ვითარებაში ვერ ხედავ კრიზისს და მისი გადაჭრის აუცილებლობას, ან მოკლებული ხარ არათუ ალღოს, მიმდინარე პროცესების ადეკვატურ აღქმასაც. ან უბრალოდ გამოჭერილი ხარ და იძულებული ხარ ითამაშო კმაყოფილი რეგვენის როლი, ან კიდევ უარესი – ტენდერებზე ცვლი პირად ღირსებას და ქვეყნის მომავალს.
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მრავალმილიონიან ტენდერზე იყიდები თუ გროშებად, თუმნად იხდი თუ მილიონად, მაინც ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟი ხარ”, – წერს მელია.