spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – პრეზიდენტთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას 29-მდეც და 29-ის შემდეგაც

მთავარია, რომ ჩვენ შევთანხმდით ერთ რამეზე – ლეგიტიმაციის წყარო კვლავ პრეზიდენტშია და მასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას 29-მდეც და 29-ის შემდეგაც, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ორი საკითხია აქ. პირველი დოკუმენტურად გავიარეთ, რა არის გასასწორებელი იმისთვის, რომ არჩევნები მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარდეს ქვეყანაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური მდგენელი. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი პრეზიდენტთან, როგორ უნდა დაორგანიზდეს და როგორ უნდა დავორგანიზდეთ იმისთვის, რომ 29-ის შემდგომ ეფექტურად გავაგრძელოთ ბრძოლა. ეს აზრები გავცვალეთ. ხვალ, 7 საათზე ისევ ვიკრიბებით და პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი აზრები და ხედვები ემთხვევა.

მთავარია, რომ ჩვენ შევთანხმდით ერთ რამეზე – ლეგიტიმაციის წყარო კვლავ პრეზიდენტშია და მასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას 29-მდეც და 29-ის შემდეგაც. იმ მექანიზმზეც ვისაუბრეთ, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს მასთან ერად იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები