შპს “თბილსერვის ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს.
“რუსთაველის გამზირის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო, სს “თელასმა“ უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე წუთის განმავლობაში გათიშა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც დროებით გაითიშა გამზირზე არსებული საახალწლო ილუმინაციები.
ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებები ჩართულია”, – აღნიშნულია განცხადებაში.