29 დეკემბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი დარჩება ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სახალხო პროტესტის, მაკონსოლიდირებელი როლი აქვს სალომე ზურაბიშვილს.
“ცალსახად, 29 დეკემბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი დარჩება ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. სახალხო პროტესტის, მაკონსოლიდირებელი როლი აქვს სალომე ზურაბიშვილს. ის გააგრძელებს მსოფლიო ლიდერებთან ურთიერთობას.
ზურაბიშვილის გადასაწყვეტია პარლამენტის დათხოვნა. რასაც გადაწყვეტს პრეზიდენტი, იმას დავუჭერთ ჩვენ მხარს.
“ოცნებამ” რაც არ უნდა შიდა პროცესები ატაროს, სალომე ზურაბიშვილი დარჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ფიგურად.
ამ პირობებშიც კი “ქართული ოცნების” 89 დეპუტატი ვერ გადააქცევს არალეგიტიმურ პარლამენტს ქმედუნარიანს.
რაც შეეხება დაკავებულებს, ესენი არიან პოლიტპატიმრები. ასეთი პროკურატურის და კარიკატურული სასამართლოს პირობებში ეს ადამიანები არიან პოლიტიკური პატიმრები. ესენი აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.