შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც მაცხოვრის დაბადებას 25 დეკემბერს აღნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს დღე ყველა ქრისტიანისთვის სიყვარულისა და ნათელი მომავლის სიმბოლოა.
“შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც მაცხოვრის დაბადებას 25 დეკემბერს აღნიშნავს. ეს დღე ყველა ქრისტიანისთვის სიყვარულისა და ნათელი მომავლის სიმბოლოა. გისურვებთ მშვიდობას, სიკეთესა და სიხარულს თქვენს ოჯახებში”, – წერს კობახიძე.