რატომ მივაფუჩეჩეთ ფაქტი, რომ ამათ მომწამლეს მე, ყველა ჩემი უფლება დარღვეულია, მათ შორის ორმაგი პატიმრობა მაქვს მისჯილი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მან “ნაციონალური მოძრაობის” სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მიიღებს სხვა პარტიებთან ერთად სალომე ზურაბიშვილთან საკოორდინაციო საბჭოში მონაწილეობას.
“ქრისტესშობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც დღეს ზეიმობს ამ დღესასწაულს და მინდა გისურვოთ წარმატება და ამ მაჯლაჯუნების დროზე მოშორება. საქართველო ხელში ჩაიგდო ნამდვილმა მაფიამ, ქოსატყუილა ისტერიჩკების ბრიგადამ, ვინც ანადგურებს ყველაფერ ქართულს. ამიტომ, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ყველა ფორმატში, რომელიც ამათ მოშორებას ხელს უწყობს. “ნაციონალური მოძრაობა” მიიღებს სხვა პარტიებთან ერთად სალომე ზურაბიშვილთან საკოორდინაციო საბჭოში მონაწილეობას.
დღეს დილას, რუსულმა რეჟიმმა გამომიცხადა, რომ თურმე კორესპონდენციას ვეღარ მივიღებ. დღეს ადვოკატმა აღარ შემომიტანა კორესპონდენცია, Facebook-ის ამონაბეჭდები. რუსები არიან, აბა, რა არიან? ნავალნის არ უკეთებდნენ ასეთ რაღაცებს.
რატომ მივაფუჩეჩეთ და დავივიწყეთ ეს ფაქტი, რომ ამათ მომწამლეს მე. რატომ მივაფუჩეჩეთ და დავივიწყეთ ის ფაქტი, რომ ყველა ჩემი უფლება დარღვეულია, მათ შორის ორმაგი პატიმრობა მაქვს მისჯილი. რა მაქვს მიქარული? ის, რომ ჭაობიდან ამოვათრიე სახელმწიფო? ის, რომ კრიმინალი დავამარცხეთ?”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.