“ნაციონალური მოძრაობა” აპირებს, იყოს ჩართული ყველა იმ ფორმატში, მოლაპარაკებებში, რომელიც მოემსახურება ამ სისტემის დემონტაჟის მიზანს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” აქტიურადაა ჩართული სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებებში.
“ნაციონალური მოძრაობა” აპირებს, იყოს ჩართული ყველა იმ ფორმატში, მოლაპარაკებებში, რომელიც მოემსახურება ამ სისტემის დემონტაჟის მიზანს.
ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებში და გავაგრძელებთ მონაწილეობის მიღებას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ეს ყველაფერი იყოს დროული. სწრაფად უნდა შევთანხმდეთ ძირითად საკითხებზე ყველა აქტორი”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.