სამშობლოს სიყვარულისთვის დაჭერილი ხალხი, ციხეში რატომ უნდა შეხვდეს ახალ წელს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთ გზად ხელახალი არჩევნების დანიშვნას მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ზეწოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი სწორედ პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარე აქციებია.
“სამშობლოს სიყვარულისთვის დაჭერილი ხალხი, ციხეში რატომ უნდა შეხვდეს ახალ წელს. შობას, ახალ წელს ეს ადამიანები უნდა შეხვდნენ სახლში და ვინც ამაზე დუმს, მათ შორის, რუსულ პარტიაში, არის ტრაგიკული მათთვის და მათ შერცხვებათ ადამიანებისთვის თვალებში შეხედვა. არც ქართულობაში, არც კანონში, რაც მთავარია, არც ადამიანობაში არ ჯდება და თუ ვინმეს რამე კაცობა შეგრჩენიათ 19, 20, 21 წლის ბიჭები ციხეში რომ ჩაყარეთ, გამოდით, ხმა ამოიღეთ ამ ბიჭების თავისუფლებისთვის. მათი დედების გულებში ჩაიხედეთ, თვალებში ჩახედეთ მათ დედებს, როგორი პატრიოტები არიან, როგორი გულიანი ხალხია, როგორი მოსიყვარულე ხალხია. გაოცებული ვარ ამ ადამიანების ოჯახებით”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.