წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში 2022-23 წლის წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.
დაჯილდოების ცერემონიალი განათლების რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა გახსნა და მედალოსნებს წარმატებები უსურვა.
33 ოქროსა და 17 ვერცხლის მედალოსანს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს დამსახურებული ჯილდოს მიღება მიულოცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
“მიხარია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ბევრი წარმატებული ახალგაზრდა ჰყავს. ჩვენი სახელმწიფო, განათლების სფეროს წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა შეძლონ ხარისხიანი განათლების მიღება და ცოდნის რეალიზება, მინდა მოგიწოდოთ აქტიურად ჩაერთოთ ჩვენი ქალაქის მართვასა და ახალი ინოვაციური პროექტების ერთობლივად განხორციელებაში, მე ყოველთვის ვიქნები თქვენი იდეებისა და მიზნების მხარდამჭერი, დიდი მადლობა პედაგოგებს, რომელთა ღვაწლიც შეუფასებელია და რომლებმაც კიდევ ბევრი თაობა უნდა აღზარდონ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
მედალოსნების დაჯილდოების ცერემონია მუნიციპალიტეტის მერიაში წლებია ტრადიციულად იმართება.