ვარკეთილში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Front News-ის ინფორმაციით, ხანძარი წნორისწყლის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა.
კორპუსი გარკვეული დროით ევაკუირებული იყო.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.